Monday, July 16, 2018

კურსის რეფლექსია

                                                    16.07.2018

 კურსი "პროექტებით სწავლება ისტ-ის ინტეგრირებით" დავიწყეთ 2018წლის 28 ივნისს და გაგრძელდა 16 ივლისის ჩათვლით. ტრენინგი საკმაოდ პროდუქტიული და მრავლისმომცემი იყო. შევქმენით საქაღალდე და ავტვირთეთ ბლოგზე. გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები, შევაფასეთ და გამოვთქვით ვარაუდები. ტრენინგმოდულის ყოველი დღე აქტივობებით იყო დატვირთული.
პროექტებით საწავლებას  აქტიურად გამოვიყენებ  სასწავლო  პროცესში.ტრენინგი სასიამოვნო გარემოში ტარდებოდა , მაღალ აკადემიურ  დონეზე,რისთვისაც  დიდი  მადლობას ვუხდით ტრენერს ქალბატონ ნათია ცინცაძეს.


Friday, July 13, 2018

მერვე დღე




                                                                     რეფლექსია                                            13.07.2018

მერვე დღეს გავეცანით მე-6 ,მე-7 მოდულს, კერძოდ, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის.წინა მოდულებში ჩვენ მოვირგეთ მოსწავლეთა როლი ,რათა მოსწავლის მიერ შექმნილი სავარაუდო ნაშრომის ნიმუში მოგვემზადებინა.შემდეგ ისევ დავუბრუნდით მასწავლებლის როლს და სავარაუდო ნაშრომის შეფასების გეგმა შევადგინეთ. ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე წყვილებში და ჯგუფურად.მიღებული შედეგი დაგვეხმარება გავაუმჯობესოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შეფასების სტრატეგიები.

ამ მოდულის თემატიკა დამეხმარება იმაში,რომ ხელი შევუწყო ჩემს მოსწავლეებს,რათა ისინი თვითრეგულირებად მასწავლებლებად იქცნენ და ასევე დავაკმაყოფილო მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები.

მეშვიდე მოდულში განვიხილეთ,როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისათვის, ასევე, ვიმსჯელეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.ამავე მოდულის ფარგლებში შევქმენით პრეზენტაცია,დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის.


Tuesday, July 10, 2018

მეშვიდე დღე


                                                              რეფლექსია                                                  10.07.2018

მეშვიდე დღეს გავეცანით მეხუთე მოდულს და ვიმსჯელეთ,თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები,ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების,21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ჩვენს პროექტზე მუშაობისას. შევიმუშავეთ შეფასების გეგმა,რომელსაც გამოვიყენებთ ჩვენი თემისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეფასებების შესაქმნელად. მოდულის ბოლოს გადავხედეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებს,შევამოწმეთ ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი, თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით.

პროექტის პრეზენტაცია

Monday, July 9, 2018

მეექვსე დღე

                                                      რეფლექსია                                                 09.07.2018

                                                                    

მეექვსე დღეს გავეცანით მეოთხე მოდულს და განვიხილეთ სასწავლო ნიმუშების შექმნა.ვიმსჯელეთ,თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თემაში ინტერნეტს.განვიხილეთ,თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის პასუხისმგებლობით გამოყენება.დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლეთა პრეზენტაციის ნიმუში კონკრეტული სასწავლო მიზნებისათვის. ვისაუბრეთ,თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით.

Friday, July 6, 2018

მეხუთე დღე.

                                                                 რეფლექსია                                      06.07.2018.

ტრენინგის მეხუთე დღეს წარვადგინეთ შესრულებული სამუშაო.გავიარეთ მე-3 მოდული საკვანძო კითხვებით.
განვიხილეთ სასწავლო პროექტების მეშვეობით სტანდარტების მიღწევის საკითხები.  შევქმენით ბიბლიოგრაფიები. შევაფასეთ ინტერნეტრესურსები  და განვიხილეთ  საავტორო უფლებების კანონმდებლობა და სამართლიანი გამოყენების წესები განათლების სისტემაში.  ვიმუშავეთ ასევე   უკუკავშირის მიცემის სახეებსა და ფორმებზე.