დღეს უნდა მოგვეფიქრებინა საპროექტო თემა,რომელსაც განვახორციელებთ უხლოეს მომავალში.მე ავირჩიე ,,იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა".ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტების ზოგადი თემა.
ტრენერი გვესაუბრა საგამომცელო პროგრამის სასარგებლო თვისებებზე სასწავლო პროცესში, რომ ბეჭდვითი გამოცემები ეფექტურია სამიზნე აუდიტორიასთან მუშაობაში. ასევე აგვიხსნა, რომ სტატიის გამოცემისთვის შეგვიძლია ერთი რომელიმე ფორმატი შევარჩიოთ - ახალი ამბების ბიულეტენი, გაზეთი, ბროშურა, პლაკატი ან სხვა ბეჭდვითი მედია. გვასწავლა როგორ დაგვემზადებინა ბუკლეტები ჩვენი ფანტაზიის საშუალებით Microsoft Word-ში, გვასწავლა Microsoft Word-ის მზა შაბლონის დახმარებით ბროშურების შექმნა, ამავე დროს Intel-ის ელექტრონულ სახელმძღვანელო Viewe-ში გვაჩვენა ბუკლეტის და გაზეთის შაბლონები. დავიწყეთ ბუკლეტებზე მუშაობა, ინტერნეტში მოვიძიეთ პროექტის შესაბამისი სურათები და ბუკლეტში ჩავსვით, რომელიც მოთავსებული გვქონდა პორტფოლიოს საქაღალდეში_ სასწავლო პროექტის დამხმარე.
ტრენინგის დღის ბოლოს ტრენერმა საშინაო დავალებად მოგვცა ბუკლეტი სახლში დასასრულებლად და დასახვეწად.